როგორც ცნობილია, მხოლოდ მწვანე ბცენარეებს შეუძლიათ საკვების შექმნა. ამიტომ, ცხოველების სიცოცხლემცენარეებზეა დამოკიდებული.ორგანიზმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ფოთოლს მუხლუხო ჭამს, მუხლუხოს კაკაბი, ხოლო კაკაბს მელია. გამოდის მელიას სიცოცხლე კაკაბზე,კაკაბის მუხლუხოზე, ხოლო მუხლუხოს სიცოცხლე მცენარეზეა დამოკიდებული. ფოთოლი,მუხლუხო,კაკაბი და მელა კვებითი კაჭვის შემადგენელი ნაწილებია.
კვებითი ჯაჭვი სამი ან მეტი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ყოველთვის მცენარეს უკავია, მეორეს კი მცენარეჭამელი იკავებს, ხოლო მესამე შეიძლება ნაირმჭამელმა და ხორცისმჭამელმა დაიკავოს.
ნებისმიერ საარსებო გარემოში მცხოვრები მცენარეები და ცხოველები ერთმანეთთან კვების ჯაჭვით არიან დაკავშირებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий