вторник, 1 марта 2011 г.

ინფორმაცია ევროპის ერთა თასზე

ირბ-ის კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936,1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც სამწუხაროდ პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა -ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებული ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთდერთი გუნდი რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამოდენიმეჯერ შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება.
1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღარ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება.

Комментариев нет:

Отправить комментарий