пятница, 18 марта 2011 г.

ი.გოგებაშვილის სკოლის გეგმა


ადგილის გეგმა

ადგილის გეგმა დედამიწის ზედაპირის მცირე უბნის (ადგილის) გამოსახულეებაა ქაღალდზე.გეგმის შესადგენად და წასაკითხათ სპეციალური პირობთი ნიშნების ცოდნაა საჭირო.მათ ტოპოგრაფიულ ნიშნებსაც უწოდებენ.გეგმაზე ჰორიზონტის მხარეების დასადგენად მასზე აღნიშნული ისარი გვეხმარება.იგი ჩრდილო–სამხრეთის მიმართულებას გვიჩვენებს.თუ გეგმაზე ისარი არ არის,მაშინ ფურცლის ზედა მხარეს ჩრდილოეთი იგულისხმება.გეგმის შესადგენად ჩატერებულ სამუშაოებს აგეგმვა ეწოდება. ამჟამად ადგილის გეგმებს თვითმფრინავიდან და კოსმოსური ხომალდიდან გადაღებულ სურათების აეროფოტოსურათების გამოყენებით არის უმჯობესი.

пятница, 11 марта 2011 г.

ასეთი ცხოვრება აქვს ბაყაყს ...

კვებითი ჯაჭვი


      როგორც ცნობილია, მხოლოდ მწვანე ბცენარეებს შეუძლიათ საკვების შექმნა. ამიტომ, ცხოველების სიცოცხლემცენარეებზეა დამოკიდებული.ორგანიზმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ფოთოლს მუხლუხო ჭამს, მუხლუხოს კაკაბი, ხოლო კაკაბს მელია. გამოდის მელიას სიცოცხლე კაკაბზე,კაკაბის მუხლუხოზე, ხოლო მუხლუხოს სიცოცხლე მცენარეზეა დამოკიდებული. ფოთოლი,მუხლუხო,კაკაბი და მელა კვებითი კაჭვის შემადგენელი ნაწილებია.
      კვებითი ჯაჭვი სამი ან მეტი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ყოველთვის მცენარეს უკავია, მეორეს კი მცენარეჭამელი იკავებს, ხოლო მესამე შეიძლება ნაირმჭამელმა და ხორცისმჭამელმა დაიკავოს.
ნებისმიერ საარსებო გარემოში მცხოვრები მცენარეები და ცხოველები ერთმანეთთან კვების ჯაჭვით არიან დაკავშირებული.

воскресенье, 6 марта 2011 г.

ეს ჩემი ნამუშევარია. წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ინფო და თქვენც გააკეთეთ კომპასი



kompasi (es kompasi Cinelebis mogonilia).
kompasis gasakeTeblad aucilebeli masala:
• magniti
• sakeravi nemsi
• Zafi
• fanqari
• gamWvirvale Wiqa
• Wikarti an sakancelario patara lursmani
cdis mimdinareoba:
1. sakerav nemss SuaSi moabi Zafi. Zafis meore bolos gaukeTe yulfi
fanqarze Camosacmelad.
2. nemsis wvetiani bolo gausvi 40-jer magnits yovelTvis erTi mimarTulebiT
(TiTqos daniT xis Zels Tlide). nemsi unda damagnitdes.
amis Semowmeba advilia: miuaxlove nemsis wveri Wikarts an lursmans –
isini damagnitebul nemss miekroba.
3. Zafis yulfSi gauyare fanqari da dade is Wiqaze ise, rom nemsi
CaeSves Wiqis SuagulSi.
cdis Sedegi:
nemsis damagnitebuli wveri CrdiloeTis mimarTulebiT ganlagdeba.
Seamowme, xom ar moxda es SemTxveviT. Semoatriale fanqari. nemsis
wveri kvlav CrdiloeTis mimarTulebiT gadainacvlebs.


пятница, 4 марта 2011 г.

კრიშტიანუ რონალდო დუშ სანტუშ ავეირუ

         ბიოგრაფია:                     
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი "რონალდუ", უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები, - ელმა და ლილიანა კატია.                სპორტინგი:


           რონალდო თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რონალდუს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.  

четверг, 3 марта 2011 г.

კომპასი

                                    
კომპასი ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.
კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს.
          

вторник, 1 марта 2011 г.

რონალდო დე ასის მორეირა


რონალდინიო (პორტ. (Ronaldinio), სრული სახელი რონალდო დე ასის მორეირა (პორტ. (Ronaldo de Assis Moreira), დაიბადა 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში (Porto Alegre), მას ვიცნობთ როგორც რონალდინიოს (პატარა რონალდო) ან რონალდინიო გაუჩოს სახელით, იგი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
სახელის მოხვეჭა მან 17 წლის ასაკიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტეში. პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბრაზილიის ერთ-ერთ კლუბ გრემიოში (Gremio), სადაც თამაშობდა 3 წლის განმავლობაში 1998 წლიდან 2001 წლამდე. ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ქონდა 1999 წლის 26 იანვარს, ხოლო პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრების მაისურით გაიტანა ვენესუელას წინააღმდეგ, კოპა ამერიკაში გასამარჯვებლად. პირველი ჰეთრიკი შეასრულა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე, მოიგო 34 ბრაზილიის თასი, და გაიტანა 13 გოლი.
2001 წელს მან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის კლუბ პარისენჟერმენთან (Paris Saint-Germain) რის შედეგადაც გრემიომ 4.5 მილიონი $-ით გაზარდა ბიუჯეტი. ერთ-ერთ კონფერენციაზე პარიზელთა მენეჯერმა განაცხადა, რომ რონალდინიო უფრო გაიტაცა პარიზის ღამის ცხოვრებამ ვიდრე ფეხბურთმა.
2002 წელს რონალდინიო დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო რონალდოს და რივალდოსთან ერთად. თავისი საუკეთესო გოლი ამ ჩემპიონათში მეოთხედ ფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, 35 მეტრის დისტანციიდან.
2003 წელს რონალდინიოს სურდა პსჟ-ს დატოვება რადგან სურდა ევროპის პრესტიჟული ტიტულის მოგება. სწორედ ამ დროს მანჩესტერსა და ბრასელონას სურდათ მისი გადაბირება, საბოლოოდ ეს ესპანელებმა მოახერხეს და შეიძინეს ის 21 მილიონ ევროდ.

ლეონელ მესი

         მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოს სამხრეთში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (1958 წელს დაბადებული) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი - დამლაგებლად. მისი გვარი იტალიურ ქალაქ ანტონას წარმოშობისაა, სადაც მისი წინაპარი, ანხელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და - მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შეტავაზა - უმკურნალებდნენ დაავადებას მესის, ოღონდ თუ კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.
მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა იგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელოლანსთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.
2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1-3 ჰქონდა წაგებული.[1] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5-1 მოიგო. 2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[2] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[3] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

ინფორმაცია ევროპის ერთა თასზე

ირბ-ის კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936,1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც სამწუხაროდ პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა -ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებული ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთდერთი გუნდი რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამოდენიმეჯერ შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება.
1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღარ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება.

ავაზა

         ავაზა ყველაზე სწრაფი ცხოველია, მაგრამ მას არ შეუძლია 2 კილომეტრზე მეტი მანძილის გარბენა, რადგან ის სირბილის დროს არ სუნთქავს.